მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში „როსავიაციის“ წარმომადგენლები იმყოფებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში „როსავიაციის“ წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების საკითხს შეისწავლიან.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, დელეგაციის წარმომადგენლები შეისწავლიან აეროპორტის ტექნიკურ მდგომარეობას და განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს მისი კაპიტალური რემონტისა და ფუნქციონირებისთვის.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ამ დელეგაციის წევრები მიიღო. სოხუმის აეროპორტის მშენებლობის შესახებ მან 12 ნოემბერს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრა. 17 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აეროპორტის ფუნქციონირება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის აფხაზეთში უნდა შეიქმნას სათანადო პირობები.

შეხვედრაზე ბჟანიამ აღნიშნა, რომ აეროპორტის განახლება „სახელმწიფოს“ პრიორიტეტულ ამოცანებში შედის, რომლის გადაუწყვეტელობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს ოკუპირებულ რეგიონს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა