ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 39 შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის გამოსავლენად 155 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი 39 ადამიანს დაუდგინდა და დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5213-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3488-მდე გაიზარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 68 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 27 პაციენტი, 22 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 36 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, რომელთაგან სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 35 პაციენტია მოთავსებული. მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 30-ის კი საშუალო სიმძიმის.

კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 65 შეადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა