შალვა კერესელიძე სოფლების ახალციხის, გურგალველის, კენჭაკლდეს მოსახლეობას შეხვდა

საერთოდ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში მომდევნო 4 წლის მანძილზე 20 მილიარდი დაიხარჯება, - ამის შესახებ მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარულ ოლქში პარტია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ ახალციხის, გურგალველის, კენჭაკლდეს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივ მცხოვრებლებთან აუდიენცია მათივე ინიციატივით შედგა.

„ახალციხელებს, გურგალველელებს და კენჭაკლდელებს სურთ გზის და სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა. წყალთან, გზებთან და სხვა კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა ჩვენთვის პრიორიტულია. საერთოდ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში მომდევნო 4 წლის მანძილზე 20 მილიარდი დაიხარჯება. ეს ნიშნავს რომ არამარტო დღევანდელს მსგავსი პრობლემები გადაიჭრება მასობრივად - არამედ საქართველოს სოფლებში იქნება სხვა ხარისხის ცხოვრება, კომუნიკაციები და ეკონომიკა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ხო სოფლების გაძლიერებაზე გადის.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომლებიც ათწლეულების მანძილზე უყურადღებოდ მიტოვებულები იყვნენ მასშტაბური პროექტი განახორციელა. სოფლები და დასახლებები, რომლებიც სპეციალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ მიენიჭათ მთის სტატუსი, რაც გაზრდილ პენსიას და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს ითვალისწინებს", - განაცხადა კერესელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა