სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ხელისუფლების მხრიდან „გონივრულ წინადადებას“ ელოდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ხელისუფლების მხრიდან „გონივრულ წინადადებას“ ელოდებიან.

კაპანაძის თქმით, თუ ხელისუფლებას ასეთი წინადადება არ ექნება, „მაშინ მივიღებთ ერთპარტიულ, საბჭოურ პარლამენტს“.

„ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნება გონივრული წინადადება. თუ ხელისუფლების მხრიდან გონივრული წინადადება არ იქნება წამოყენებული და თუ ისინი უარს აცხადებენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ იმ სტრატეგიას, რაც აქამდე გვქონდა შემუშავებული. ჩვენ არ ვაპირებთ ხელისუფლებას „გავუპრავოთ“ ეს პარლამენტი. მათ შეეძლოთ ეთამაშათ წესებით, არ გაეყალბებინათ არჩევნები და მიეღოთ დემოკრატიულად არჩეული, ლეგიტიმური პარლამენტი, მაგრამ ეს გზა არ აირჩიეს. ბუნებრივია, ჩართული ვიქნებით მოლაპარაკებებში და ვნახავთ, რა წინადადებით მოვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. თუ ისინი წინადადებას არ მოიტანენ, მაშინ მივიღებთ ერთპარტიულ, საბჭოურ პარლამენტს და რამდენი ხანი „გაქაჩავს“ ივანიშვილი ასეთი ტიპის პარლამენტით, გინდა ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციით და გინდა ქვეყნის გარეთ, ამას ძალიან კარგად ვნახავთ ყველა“, - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო