ხატია დეკანოიძე - ივანიშვილს დათმობა აუცილებლად მოუწევს - მას ორი სცენარი აქვს: ან ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი გააკეთოს ან ახალი არჩევნები დანიშნოს

ბიძინა ივანიშვილს დათმობა აუცილებლად მოუწევს - მას ორი სცენარი აქვს: ან ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი გააკეთოს ან ახალი არჩევნები დანიშნოს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დეკანოიძე ამბობს, რომ “გუშინ ოპოზიციას მოუსმინეს და მათი არგუმენტები მიიღეს“.

“პირველი, რაც ბიძინა ივანიშვილს აშინებს, არის ოპოზიციის ერთიანობა და ჩვენ ვართ ერთიანი - არავინ სხვა ბერკეტების ამოქმედებას არ განიხილავს. გუშინ, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრისას ცალსახად მოისმინეს ჩვენი არგუმენტები თუ რატომ არ შეიძლება ამ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება - ჩვენ წაგვართვეს სამართლის უფლება, წაგვართვეს გასაჩივრების უფლება და ზოგადად, ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც არის თავისუფალი. ჩვენ პარტნიორებთან მუშაობას ვაგრძელებთ. ბიძინა ივანიშვილს დათმობა აუცილებლად მოუწევს - მას აქვს ორი სცენარი: ან ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტი გააკეთოს ან ახალი არჩევნები დანიშნოს, რაც ბევრ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება. ამაში არაჩვეულებრივი არაფერია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა