ლევან ვარშალომიძე - ოფიციალურად მივმართავთ ცესკოსა და უსკოს, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში - მხარდამჭერს მოვუწოდებთ, არჩევნებზე არ მივიდნენ

ლევან ვარშალომიძე - ოფიციალურად მივმართავთ ცესკოსა და უსკოს, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში - მხარდამჭერს მოვუწოდებთ, არჩევნებზე არ მივიდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ოფიციალურად აცხადებენ. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილების შესახებ ცესკოსა და უსკოს დღესვე აცნობებენ.

მისივე თქმით, აჭარაში საარჩევნო უბნებზე „სირცხვილის კორიდორი“ მოეწყობა.

„31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ სპეცოპერაცია ჩაატარა. ყველამ კარგად იცის, ქობულეთში როგორ მოიპარეს ხმები და კანდიდატმა 50 პროცენტიანი ბარიერი როგორ გადალახა.

დღეს ოთხივე კანდიდატი ოფიციალურად მივმართავთ ცესკოსა და უსკოს, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში.

მხარდამჭერს მოვუწოდებთ, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, რადგან იგი გაყალბდა.

გაყალბებას გავაპროტესტებთ ყველა უბანთან. პროტესტის ფორმაზე პარტიებთან ვმსჯელობთ“, - განაცხადა ვარშალომიძემ.

მისი თქმით, „სირცხვილის კორიდორი“ მოეწყობა იქ, „ვინც გაყალბებაში მონაწილეობა მიიღო“. „დეტალები ხვალ გახდება ცნობილი",- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

აჭარაში არჩევნების მეორე ტური ორ ოლქში გაიმართება