აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 928 პაციენტიდან 145 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 928 პაციენტიდან 145 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 928 პაციენტიდან 145 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.ამასთან, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 210 პაციენტიდან 8 კრიტიკულად მძიმედაა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 8 კი გარდაიცვალა. ზოგადად აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 6181 ადამიანია, რომლებიც კოვიდ კარანტინებსა და ბინაზე მკურნალობენ.