სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხი იწმინდება

სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხი იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქარელში მცენარეული ნატანისა და შლამისგან მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო არხით ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლების ქვემო ხვედურეთის, ზემო ხვედურეთის, ღვლევის, ქვენაფლავის, ქ. ქარელის, სკრის, ბეთლემისა და რიეთის მოსახლეობა ისარგებლებს.

ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა