ლანჩხუთში, აფეთქების შედეგად დაშავებული პირი, რომელსაც  სხეულის 80% -ის დამწვრობა აღენიშნება, თბილისში გადმოჰყავთ

ლანჩხუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა,- ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ კლინიკა "მედალფას“ დირექტორმა რევაზ კვერენჩხილაძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს სხეულის 80% -ის დამწვრობა აღენიშნება და თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ.

"ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მეორის კი დამაკმაყოფილებელია. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი შემოვიდა დამწვრობითი შოკით, გამოყვანილია შოკიდან, დამუშავებულია დამწვრობის უბნები და ახლა გადაჰყავთ თბილისში, დამწვრობის ცენტრში. მას სხეულის 80% -ის დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას აღენიშნება 4%-დან 6%-მდე დამწვრობა და გადაყვანას არ საჭიროებს ,“- განაცხადა რევაზ კვერენჩხილაძემ.

ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა