დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ანანურში მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა თავის მოადგილესთან ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული ტერიტორიის საერთო ფართობი 10001 კვ მეტრია და ის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი თავშყრის ადგილი და სარეკრეაციო სივრცეა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიას შუნარჩუნდება სარეკრეაციო ზონის ფუნქცია.

მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ერთი საფეხბურთო და ერთი საკალათბურთო, ორი ფრენბურთისა და ერთი საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობა.

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მდინარე არაგვის სანაპიროს გასწვრივ განლაგდება ფანჩატურები, გაკეთდება გასახდელები, დაცვისა და ტექნიკური ოთახები, განთავსდება ბიოტუალეტები. სკვერში ასევე მოეწყობა ბილიკები, გარე განათების სისტემა, სასმელი წყლის ფანტანები, სანაპირო ზოლზე კი - პლაჟი. სკვერს ექნება საკუთარი ავტოპარკინგი.

„მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სოფელ ანანურს სეზონზე უამრავი დამსვენებელი და ტურისტი სტუმრობს. აღნიშნული სექტორის განსავითარებლად მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს სანაპირო და კეთილმოეწყოს ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.

სამუშაოებს შპს ,,გლობალ სტანდარტმშენი’’ ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 939 028 ლარია.

ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს