იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

ნამახვანჰესის წინააღმდეგ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა ჰესის მშენებლობის შეჩერებას და გუბერნატორთან შეხვედრას მოითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, გიგანტური კასკადი დასავლეთ საქართველოს საფრთხეს უქმნის.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციებს გააგრძელებენ.