პოლიციამ რუსთავში ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა რუსთავში ქურდობის ბრალებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებულმა პირმა რუსთავში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 3 ავტომობილი გაქურდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ლ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 3 ავტომობილი გაქურდა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა 2 აკუმულატორსა და მონიტორს. იმავე დღეს, ლ.მ.-მ რუსთავში, ერთი-ერთი მოქალაქის ბინის აივნიდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაკავებულმა მის მიერ რუსთავში მიმდინარე თვეში ჩადენილი კიდევ 3 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება