ბორჯომის მერია მიმდინარე წელს ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში შვიდ სპორტულ მოედანს მოაწყობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში შვიდ სპორტულ მოედანს მოაწყობს.

ბორჯომის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები ვაშლოვანის დასახლებაში, სოფელ ვარდგინეთში, დაბასა და მზეთამზეში უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ქვაბისხევში, ქალაქ ბორჯომში თორის ქუჩის N120-ისა და მესხეთის ქუჩის N29-ის მიმდებარედ.

სპორტული მოედნები, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა დაათვალიერეს და ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ამ მიზნით, მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დასახლებულ პუნქტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა