რუსთავში, პირველი სამუსიკო სასწავლებლის ისტორიულ შენობაში, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, #1 სამუსიკო სასწავლებლის ისტორიულ შენობაში, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სრულად გარემონტდება დარბაზი და ფოიე, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციის, სახანძრო უსაფრთხოების, თანამედროვე გახმოვანებისა და განათების სისტემები.

მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად გაეცნო.

"პირველი სამუსიკო სასწავლებელი ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს. სასწავლებლის საკონცერტო დარბაზი, რომლის რეაბილიტაციაც ამჟამად მიმდინარეობს, ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი აკუსტიკით. პროექტის ფარგლებში, შიდა სივრცის სრული რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა მოხდება. სამუშაოები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, რუსთავის ოთხივე სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებსა და და პედაგოგებს, საშუალება ექნებათ სხვადასხვა ღონისძიებები და ფესტივალები, განახლებულ დარბაზში გამართონ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

სამუსიკო სასწავლებლის დარბაზისა და პირველი სართულის ფოიეს რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 529 001 ლარია. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და 2021 წლის მარტში დასრულდება.

რუსთავის #1 სამუსიკო სასწავლებელი 1961 წელს გაიხსნა. 1971-73 წლებში სასწავლებელს სათავეში ედგა ანსამბლ "რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი, რომლის მოღვაწეობას უკავშირდება რუსთავში საგუნდო მუსიკის განვითარება. ამავე წლებში, თეიმურაზ ჯანელიძის ძალისხმევით ჩამოყალიბდა ,,გოგონათა კამერული გუნდი“ და სასწავლებლის კაპელა. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი, ორი მასშტაბური ღონისძიების - კლასიკური მუსიკის ნორჩ შემსრულებელთა კონკურსისა და საგუნდო მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორია.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს