თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ლიეტუვის ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა ოფიციალური ვიზიტით თელავს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ელჩს თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა პანდემიის პირობებში ეკონომიკის შეუფერხებელ განვითარებაზე, თელავის ტურისტულ პოტენციალსა და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, ანდრიუს კალინდრა თელავში, საქართველო-ლიეტუვის მეგობრობის სკვერსა და ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს