იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა

"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა.

კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით შედგა. სტუდენტებმა საარჩევნო პროგრამა მოისმინეს და კანდიდატებს საკუთარი იდეები და შეხედულებები გააცნეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის კიდევ უფრო განვითარების საკითხში სტუდენტების აზრი და იდეები იყოს გათვალისწინებული.

მერობის კანდიდატის თქმით, ქუთაისში ბოლო წლებში განათლების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებებია, ქალაქი განათლების ჰაბად არის მიჩნეული და ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების და მიზნების რეალიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი საშუალება აქვთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო