ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის გამოსავლენად 256 ადამიანს ტესტირება ჩაუტარდა, რის შედეგად კორონავირუსი 65 ადამიანს დაუდგინდა. დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5278-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში 120 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3603-მდე გაიზარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 74 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 22 პაციენტი, 18 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 29 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, სადაც სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 37 პაციენტია მოთავსებული. მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 32-ის კი საშუალო სიმძიმის. კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 67 შეადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო