დუშეთის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 535 470 ლარია, ხოლო პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

„ვაჟა-ფშაველას სახელობის ისტორიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამორტიზებულია, სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც შიდა, ისე გარე ნაწილში ტარდება. სკოლა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ის ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

დუშეთის N1 სკოლაში ამჟამად ხუთასამდე მოსწავლე სწავლობს, რომლებიც, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დუშეთის ნომერ მეორე სკოლაში დადიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შესრულებელმა მაცაცო (მანანა) ნარიმანიძემ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

„დუშეთის პირველი საჯარო სკოლა ისტორიული შენობაა, პროექტის მიხედვით მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია და მალე ის მოსწავლეები, რომლებიც ამ შენობაში სწავლობდნენ, ახალ, თანამედროვე შენობაში მიიღებენ განათლებას. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, მსგავსი სახის სარემონტო სამუშაოები ამ დაწესებულებას არ ჩატარებია არასდროს. გარდა შენობისა, კეთილმოეწყობა სკოლის ეზოც", - განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა“, - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა