აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, რაც ხვალ უფრო გამყარდება.

„ხვალ აჭარაშიც საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ტარდება. ჩვენ ორი საარჩევნო ოლქი: ბათუმი და მაღალმთიანი აჭარა დაგვრჩა, სადაც ხვალ მაჟორიტარი კანდიდატების მეორე ტური გაიმართება.

ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ აქტიურობისთვის, რომელიც გამოავლინეს პირველ ტურში და ამავე დროს, ხვალ განსაკუთრებული და უპრეცედენტო აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ყველამ ერთად ვაჩვენოთ რამდენად ღირებულია თითოეული მოქალაქის - ამომრჩევლის ხმა.

რიგ ოპოზიციურ პარტიებს ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა შესაბამისი მანდატი მიანიჭა წარმომადგენლობით ორგანოებში ისინი წარმოდგენილი ყოფილიყვნენ და მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა როგორც პოლიტიკურ, ასევე საპარლამენტო ცხოვრებაში.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ორმა პარტიამ გადალახა ბარიერი. ესენია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უმრავლესობით და ეს უმრავლესობა კიდევ უფრო გამყარდება ხვალ, ასევე „ნაცმოძრაობა".

რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაცმოძრაობა", რა თქმა უნდა, ღრმად სულერთია მათი გადაწყვეტილება უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საკმარისი მანდატები, რომ მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი სამართლებრივი რისკები არ შეექმნას", - აღნიშნა რიჟვაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს