დუშეთის მერია - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები მალე განახლებულ შენობაში ისწავლიან

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები მალე განახლებულ შენობაში ისწავლიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, შენობის სრული რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია და ადგილზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუშაობს.

მათი ცნობით, სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მაცაცო (მანანა) ნარიმანიძემ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან და დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

„სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ახალი სასწავლო წლიდან პირმისაანთკარში მცხოვრები ბავშვები ახალ თანამედროვე სახის შენობაში და საკლასო ოთახებში დაიწყებენ სწავლას, განათლების მიღება თანამედროვე გარემოში ეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“,-განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

სოფელ პირმისანთკარის საჯარო სკოლას მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებია, ათეული წლების განმავლობაში მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამორტიზებულ გარემოში უხდებოდათ სწავლა და მუშაობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს