აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

ხმების ქურდები“, „არჩევნების გამყალბებელი“,- ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური­ პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ „არ დათმონ“.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა „ცოცხალი ჯაჭვით“ შეკრეს, ამ წუთებში კი იგივეს გაკეთებას აჭარის მთავრობის სახლთან გეგმავენ.

„ყველა ახალგაზრდა გამოვალთ და გავაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან. უმაღლეს საბჭოსთან მოვედით, რომ არ დავუშვათ აქ გაყალბებული გზითა და მოპოვებული ხმებით, დაიკავონ თანამდებობები. ხმების ქურდები არიან და 31 ოქტომბერს ტოტალურად გააყალბეს საპარლამენტო არჩევნები“, - აცხადებენ შეკრებილები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა