„ნაცმოძრაობის“ წევრი - გვაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ის ორგანიზებულმა კრიმინალურმა ჯგუფებმა ბათუმში უნდა მოაწყონ პროვოკაციები, ამიტომ „სირცხვილის კორიდორს“ აღარ გავაკეთებთ

გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სუს-ი აორგანიზებს კრიმინალურ ჯგუფებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასარბევად, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი კირთაძის განმარტებით, დაპირისპირებისგან თავის არიდების გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო უბნებთან ტრანსპარანტებით ხელში დგომას და „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას აღარ აპირებენ.

,,ზუსტად ვიცით, რომ სუს-ის მიერ დაორგანიზებულმა კრიმინალურმა ჯგუფებმა ქალაქში უნდა მოაწყონ პროვოკაციები. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ძალიან მშვიდობიანი აქცია, რომელსაც ჩვენ ხვალ ვაპირებდით, ეს იქნებოდა ბათუმის უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ტრანსპარანტებით ხელში დგომა და რამდენიმე გამყალბებლისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა, აღარ გავაკეთოთ. ძალადობა და პროვოკაციები არის „ქართული ოცნების“ ხელწერა. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად ძალიან მშვიდობიანი აქციებით დავასრულებთ და ვაიძულებთ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი სამართლიანი არჩევნები“, - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს