შალვა კერესელიძე - დარწმუნებული ვარ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა მხარს დაუჭერს ქვეყანაში მშენებლობისა და განვითარების გაგრძელებას, კეთილდღეობას და ჩვენს უკეთეს ხვალინდელ დღეს

ჩვენ დამაჯერებლად დავამარცხეთ ყველა ჩვენი კონკურენტი, თუმცა პირველ ტურში სულ ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩვენი ერთობა საბოლოო გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოქალაქეებს ხვალ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურის გავლა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში შეეძლებათ.

ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყველა იმ მოქალაქეს, ვინც პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მადლობას უხდის.

„მადლობას ვუხდი მოხევეებს, დუშელებს, ხევსურებს, ფშაველებს, მთიულებს, გუდამაყრელებს, მცხეთელებს, თიანელებს, ქსნელებს, ხეობელებსა და სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დამაჯერებლად დავამარცხეთ ყველა ჩვენი კონკურენტი, თუმცა პირველ ტურში სულ ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩვენი ერთობა საბოლოო გამარჯვებისთვის. ხვალ, 21 ნოემბერს, ისევე, როგორც ქვეყნის სხვა რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში, მცხეთა-მთიანეთშიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

ხვალ საარჩევნო უბნებზე თავისუფალ და უსაფართხო გარემოში შეძლებთ გააკეთოთ თქვენი არჩევანი. არჩევნებში ყოველი თქვენგანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა მხარს დაუჭერს ქვეყანაში მშენებლობისა და განვითარების გაგრძელებას, კეთილდღეობას და ჩვენს უკეთეს ხვალინდელ დღეს”, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

შალვა კერესელიძის კომენტარს ,,ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა