ადგილობრივების განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, სამართალდამცველები მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

სამართალდამცავები წერეთლის 12 ნომერში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ - ბი- სის" შენობაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, მოქალაქეებს საკუთარ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

„გვითხრეს, სახლში შედითო. შეგვეშინდა, რადგან ხმაური და ჩოჩქოლი ისმოდა. გვითხრეს, რომ გარეთ არ გამოვსულიყავით. გვეუბნებიან, ცოტა ხანი უნდა დაიცადოთ, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით შენობის შიგნით არ გიშვებთო“,-განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ადგილზე მივიდა ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრი.

"ჩემი სიძეა შენობაში, შიგნით. ამის შესახებ შვილმა მითხრა, სავარაუდოდ, სატელეფონო კონტაქტი მოასწრო", - განაცხადა ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრმა.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სის" შენობაში თავდასხმა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.

შსს-მ მედიასაშუალებებს მოუწოდა, შევწყვიტოთ პირდაპირი ჩართვები, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და სამართალდამცავების სიცოცხლეს. უწყება ასევე მოუწოდებს მედიას, თავი შეიკავოს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია