ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 118 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა და დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5312-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3611-მდე გაიზარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 74 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 17 პაციენტი, 19 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 29 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, სადაც სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 38 პაციენტია მოთავსებული. მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის კი საშუალო სიმძიმის. კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 68 შეადგინა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს