აჭარაში, სადაც პარლამენტის არჩევნებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც იმართება, საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა

აჭარაში, სადაც პარლამენტის არჩევნებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც იმართება, საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა

აჭარაში საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. 21 ნოემბერს აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ერთდროულად იმართება.

აჭარაში უბანზე მისულ ამომრჩეველს ორი სხვადასხვა ფერის ბიულეტენი დახვდება. ყვითელი- აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის, ვარდისფერი-საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის. აჭარის ორი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე მზადყოფნაშია 300 საარჩევნო უბანი. მათ შორის, არის ბათუმის 28-ე საარჩევნო მაჟორიტარული ოლქის 120 საარჩევნო უბანი, ხოლო, 30-ე საარჩევნო მაჟორიტარული ოლქი ეკუთვნის მაღალმთიან აჭარას - ხელვაჩაურს, ქედას, ხულოსა და შუახევს. აქ 180 საარჩევნო უბანია.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ნესტან ნაკაშიძის განცხადებით, არჩევნების მე-2 ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ ორ მაჟორიტარულ ოლქზე შეადგენს 243 892 ამომრჩეველს.

რაც შეეხება იმ ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციასა და სამკურნალო დაწესებულებაში, ნაკაშიძის განმარტებით, აჭარის ტერიტორიის ამ ორ ოლქზე მათთვის შექმნილია სპეციალური უბანი, ე.წ. კოვიდუბანი.

„ბათუმში არის 16 სპეციალური უბანი, ხოლო 4 მაღალმთიან აჭარაში. სპეციალურ სიაში დარეგისტრირებულია 1 454 ამომრჩეველი. მათ მოემსახურება 29 გადასატანი საარჩევნო ყუთი“, - განაცხადა ნესტან ნაკაშიძემ.

იხილეთ ვიდეო: აჭარაში, სადაც პარლამენტის არჩევნებთან ერთად უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც იმართება, საარჩევნო უბნები დროულად გაიხსნა