საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, რუსთავში ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა განაცხადა, 08:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანი ღია იყო და საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლში, სულ 124 საარჩევნო უბანია, აქედან 84 ძირითადი უბანი და 6 სპეცუბანი რუსთავის ტერიტორიაზე, 33 ძირითადი და 1 სპეცუბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზეა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 141 463-ია.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და „ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირკიტაძეა, რომელიც ბიულეტენში მაინც რჩება, მიუხედავად არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირებისა.

ნინო ლაცაბიძეს საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 47.31% ერგო, დავით კირკიტაძეს კი 32.61 პროცენტზე მეტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა