არჩევნების მეორე ტურისთვის ქუთაისში 130 უბანი ფუნქციონირებს, საიდანაც 7 სპეცუბანია.
#59-ე საოქო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. ამ დროისთვის უბნებზე რაიმე ტიპის შეფერხება არ არის.
ქუთაისში 154 928 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სპეცუბნებზე ხმას 620 ამომრჩეველი მისცემს.
მეორე ტური, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, ასევე მერის ასარჩევად იმართება.