თორნიკე რიჟვაძე - ბოიკოტის თაობაზე ოპოზიციის გადაწყვეტილების ერთ-ერთი წინაპირობა მათი უპერსპექტივობა იყო

დღეს, ჩვენ გვექნება ძალიან მშვიდი, თავისუფალი არჩევნების დღე, როგორც ბათუმში, ასევე მთლიანად ქვეყანაში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძემ ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ხმა მივეცი ბათუმელებს, რომელებიც ღირსეულად წარმოადგენენ ბათუმს და მთლიან რეგიონს, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და აჭარის წარმატებას. მიუხედავად ამინდისა, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ, იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ იყოს დაკარგული და ყველამ დააფიქსიროს არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძემ უპასუხა კითხვას არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირების თაობაზე ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„მიმაჩნია, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ამომრჩევლის ნებას და გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნებოდა მეორე ტურში ყველას აქტიური მონაწილეობა, თუმცა როგორც ხედავთ, ბიულეტენებში მოცემულია შესაბამისი კანდიდატები, რომლებმაც პირველ ტურში პირველ-მეორე ადგილი დაიკავეს.

ოპოზიციის გადაწყვეტილება მიუთითებს იმას, რომ უპერსპექტივოდ იყვნენ დარჩენილი და ერთ-ერთი წინაპირობა მათი გადაწყვეტილების ეს იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ხაზგასმით, რომ დღეს ჩვენ გვექნება ძალიან მშვიდი, თავისუფალი არჩევნების დღე, როგორც ამ ქალაქში, ასევე მთლიანად ქვეყანაში. ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისუფლად დააფიქსიროს თავისუფალი არჩევანი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

იხილეთ ვიდეო: თორნიკე რიჟვაძე - დღეს გვექნება მშვიდი, თავისუფალი არჩევანის დღე

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა