ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია მეორე ტურში არ იღებს მონაწილეობას, რაც არის პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა და ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ირაკლი ქადაგიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება საკუთარი პოლიტიკური გემოვნება დააფიქსიროს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყოს ხელი.

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როცა ამომრჩეველი მოდის საკუთარ უბანზე, აძლევს ხმას თავისი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მშვიდობას, ამავდროულად, არჩევანი კეთდება თვითოეული მოქალაქის მიერ საკუთარი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე. არჩევანი, რომელსაც მოქალაქე აკეთებს, ეს არის მისი უზენაესი უფლება.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა კონკურენცია, ამ არჩევნებმა დაამტკიცა, რომ იყო მაღალი კონკურენცია და პირველმა ტურმა აჩვენა ეს როგორც პარტიული სიების მიმართულებით, ასევე მაჟორიტარული კანდიდატების მიმართულებით.

ის, რომ ოპოზიციამ დაიჭირა უპასუხისმგებლო, უსაფუძვლო პოზიცია და უაპელაციოდ აცხადებდა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, რომ არჩევნები გაყალბდა და ფაქტობრივად ხელისუფლება მათ ვერ შეცვალეს, დანებდნენ და არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას.

მე ვფიქრობ, ეს არის პირველ რიგში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა და ამავდროულად მათი ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა