რუსთავის მერი - საკუთარი კონსტიტუციური უფლებით ყველამ უნდა ისარგებლოს და მივიდეს არჩევნებზე

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ საკუთარი არჩევანი #1 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მან ხმა მისცა მომავალს, სიკეთეს, მშვიდობას და სტაბილურობას.

"ჩვენ, პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ამომრჩევლებს, ვიცით, რომ აქტივობა პირველ ტურში საკმაოდ მაღალი იყო. საკუთარი კონსტიტუციური უფლება ყველა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს და დააფიქსიროს თავისი არჩევანი. მე ხმა მივეცი მომავალს, სიკეთეს, მშვიდობას და სტაბილურობას", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუას ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსთავში არჩევნების მეორე ტური დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 10 საათის მონაცემებით, 141 ათასი ამომრჩევლიდან უბანზე არჩევანის გასაკეთებლად 4 316 მივიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო