მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი - ხმა მივეცი ქვეყნის, ჩვენი მხარის მშვიდ განვითარებას

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მაცაცო (მანანა) ნარიმანიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ხმა დუშეთის მუნიციპალიტეტის ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე მისცა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, აუცილებლად მოდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. გარწმუნებთ, რომ საარჩევნო უბნებზე კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ყველა წესი დაცულია და ხმის მიცემას უსაფრთხო გარემოში შეძლებთ. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მხარის მშვიდ განვითარებას, ქართველი ხალხის 31 ოქტომბერს გაკეთებული არჩევანის გამყარებას, აღმშენებლობის გაგრძელებასა და მშვიდობის უზრუნველყოფას. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს“,- განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს