შალვა კერესელიძე - მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. კანდიდატმა ხმა დუშეთის ნომერ მეორე სარჩევნო უბანზე მისცა.

შალვა კერესელიძის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს.

„საარჩევნო პროცესი თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი არჩევანი გააკეთოს უსაფრთხო გარემოში. ამისთვის ყველა ზომაა მიღებული საარჩევნო უბნებზე. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამეტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლებისა და ღირსების ფასი. მე ხმა მივეცი ქვეყნის აღმშენებლობას, განვითერებასა და მშვიდ ქვეყანაში ცხოვრებას“, -განაცხადა კერესელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა