უსკო - აჭარის რეგიონში არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო პროცედურა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

აჭარის რეგიონში არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო პროცედურა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და საჩივრები ამ ეტაპზე, არცერთ ოლქში არ დაფიქსირებულა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ნესტან ნაკაშიძემ განუცხადა.

ნესტან ნაკაშიძემ ბრიფინგზე მედიას ინფორმაცია წაუდგინა 12:00 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონის ორ მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. მისივე განმარტებით, 12:00 საათის მონაცემებით, აჭარის რეგიონში ამომრჩევლის ყველაზე მეტი აქტივობა ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი ბათუმში.

უფრო კონკრეტულად, N 28 ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში,12:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 10 504 -მა ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 7,14%-ს.

N 30 ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 10 430-მა ამომრჩეველმა, რაც შეადგენს -10, 78 %-ს. ჯამში, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა არის 8,58 %.

ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში - 13, 17% (2067) ხოლო ყველაზე მცირე - ბათუმში -7,14%.

„ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი ტურის 12:00 საათის მონაცემს, შედეგები ასეთია:

2020 წლის პირველი ტური: 12:00 საათზე 17,76 %. (სამი ოლქისათვის)", განაცხადა ნესტან ნაკაშიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო