12 საათის მონაცემებით, რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში 13 095 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 9 %-ია

12 საათის მონაცემებით, რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში 13 095 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 9 %-ია. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში, რუსთავის #20 საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა განაცხადა, ამ დროისთვის რუსთავის საოლქოში არც ერთი საჩივარი არ შესულა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლში, სულ 124 საარჩევნო უბანია, აქედან 84 ძირითადი უბანი და 6 სპეცუბანი რუსთავის ტერიტორიაზე, 33 ძირითადი და 1 სპეცუბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზეა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 141 463-ია.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და ,,ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირკიტაძეა, თუმცა კირკიტაძე არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.

ნინო ლაცაბიძემ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 47.31%, დავით კირკიტაძემ კი 32.61 % მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო