ცესკოსთან აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის” წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჰქონდათ ჩართული და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აღმართულ რკინის ჯებირზე საბჭოთა კავშირის ამსახველი პოსტერები გააკრეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიზანია, რომ საბჭოთა საქართველო აღადგინონ, რასაც ქართველი ხალხი დაუპირისპირდება.

,,დღეს არის მეორე ტური იმ სამარცხვინო ვითომ არჩევნების, რაც 31 ოქტომბერს ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. მათი მიზანია, რომ საბჭოთა საქართველო აღადგინონ და პუტინს დაეხმარონ საბჭოთა იმპერიის აღდგენაში, რასაც ბუნებრივია, ქართველი ხალხი დაუპირისპირდება. დღეს გავაკარით საბჭოთა პლაკატები და ჩავრთეთ მუსიკა თუ როგორ ზეიმობდნენ ერთპარტიული ხელისუფლების არჩევას საბჭოთა საქართველოში, დღევანდელი დღე ეძღვნება იმ ხელისუფლების გაშარჟებას, რომელიც ამ გზას ადგას”, - აღნიშნა მიხეილ ქუმსიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან "ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს