ხატია დეკანოიძე - გვინდა, რომ შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები - სხვა კომპრომისული სივრცე არ გვაქვს

მთელი პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს ეკისრება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციას შემხვედრი წინადადებები არ მიუღია, შესაბამისად, ისინი მესამე რაუნდს ელოდებიან.

„ჩვენი მხრიდან კომპრომისი არის ის, რომ უკვე მოლაპარაკებებზე ვართ და გვინდა, რომ რაღაცნაირად შეთანხმება მოხდეს, მაგრამ შეთანხმებას აქვს წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები. სხვა კომპრომისული სივრცე არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ უკან არიან საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთელი პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს ეკისრება. შესაბამისად, ჩვენ მათ გეგმა შევთავაზეთ, თუ როგორ ვხედავთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს. ეს არის ახალი არჩევნები, რომელიც ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით, საპარლამენტო ქვეყნებში კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალებაა. შესაბამისად, ველოდებით შემხვედრ წინადადებებს. ჯერჯერობით, არავითარი შემხვედრი წინადადება „ქართული ოცნებიდან“ არ ყოფილა, ვნახოთ, რა იქნება მესამე რაუნდიდან.

ამ პარლამენტში არავინ შევა არავითარი დათქმებით. მთავარია, ჩვენ შედეგი მივიღოთ. ერთიანად, მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის სურვილის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ, ლეგიტიმაცია არ უნდა მივანიჭოთ იმ პარლამენტს, რომელიც ახლა არის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე განმარტებით, ხვალ ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება.

„ხვალ გვექნება საკოორდინაციო შეხვედრა სხვადასხვა პარტიებთან, ხვალ გავივლით იმ თემებს, რომელიც ეხება მათ შორის, დიდ აქციას, სხვადასხვა წერტილოვან აქციებს. ამ წუთას, კონკრეტული თარიღი გადაწყვეტილი არ არის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა