15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 16,47% შეადგინა

15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 352 456 ამომრჩეველი მივიდა, რაც 16,47%-ს შეადგენს. ცესკოს ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთშია - 21%, შიდა ქართლში ფიქსირდება - 20. 6%, მცხეთა-მთიანეთში - 19.7%, აჭარაში - 18.8%, სამეგრელო - ზემო სვანეთში -18.6%, ქვემო ქართლში - 17.6%, იმერეთში - 17.2%, თბილისში - 13,9%.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს - მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ - 14.1% შეადგინა, ვაკეში - 13.7%, ისანში - 13.3%, საბურთალოზე - 13.3%, სამგორში - 14.7%, დიდუბე- ჩუღურეთში - 15.8%. ნაძალადევში - 12.6%, გლდანში - 13.5%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხში - 21%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგში - 19.7%, რუსთავი, გარდაბანში - 17.6%, ხაშური, ქარელში - 20.6%, ზესტაფონი-ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათში - 22.1%, ქუთაისში - 13.1%, ბათუმში - 15.3%, ზუგდიდში 18.6%, ზუგდიდში - 15.3%, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოში - 24.1%.

იხილეთ ვიდეო: 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 16,47% შეადგინა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა