„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის ინფორმაციით, ზუგდიდში #21-ე და #87-ე საარჩევნო უბნებზე კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები გადაადგილდებიან

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლინი არჩევნების“ ინფორმაციით, ზუგდიდში #21-ე და #87-ე საარჩევნო უბნებზე კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები გადაადგილდებიან. როგორც ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა დავით ლოგუამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ფაქტის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა არ გადაუღიათ, რადგან ეს მათ გაღიზიანებას გამოიწვევდა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე დაახლოებით შვიდამდე არაუფლებამოსილი პირი გადაადგილდებოდა.

„ადგილზე არ გვყავს წარმომადგენელი, გვყავს მობილური ჯგუფი, რომელიც გარე პერიმეტრს აკვირდება. ამდენად ზუგდიდში გვყავს ასეთი ორი მობილური ჯგუფი. 21 და 87-ე უბნებზე, გვერდიგვერდ არის ეს უბნები. აქ იყვნენ მობილიზებული კრიმინალური მენტალობის დაახლოებით შვიდამდე ადამიანი, რომლებიც ასევე თავისუფლად ახერხებდნენ შესვლას უბანზეც. ფოტოს გადაღებისგან თავი შევიკავეთ, რადგან ეს დამატებით გაღიზიანებას გამოიწვევდა, რადგან ისედაც გაღიზიანებულნი იყვნენ",- განაცხადა დავით ლოგუამ.

აღნიშნულ ინფორმაციას, საუბნო კომისიის თავმჯდომარეები უარყოფენ. #21 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე წულაიას თქმით, უბანზე არაუფლებამოსილი პირი არ დაუშვიათ.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა