რუსეთი გაერთიანებული სამეფოს 25 მოქალაქეს სანქციებს უწესებს

რუსეთი გაერთიანებული სამეფოს 25 მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა „მაგნიტსკის საქმესთან“ დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიიღო.

„ბრიტანეთის არამეგობრულ ქმედებებზე საპასუხოდ და ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რუსეთის მხარემ გადაწყვიტა, ბრიტანეთის 25 მოქალაქის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დაეწესებინა. აღნიშნულ პირებს რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლა ეკრძალებათ“, – განაცხადა ზახაროვამ.

მიმდინარე წლის ივლისში გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რუსეთის 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს