არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა თვალთვალი მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრის, კობა მანველიძის განცხადებით, ბათუმში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა თვალთვალი მიმდინარეობს. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ექსპერიმენტი ჩაატარეს, კერძოდ ბიულეტენებზე ერთი და იგივე წარწერები დატოვეს, რაზეც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მათი თქმით, ექსპერიმენტით დაადგინეს, რომ მათ უსმენენ.

„დღის ორ საათზე ჩავატარეთ ექსპერიმენტი, სამი ადამიანი საარჩევნო უბნებზე მივედით და ბიულეტენებზე წარწერები დავტოვეთ.

დღის 4 საათისთვის მამუკა მდინარაძემ გაახმაურა, რა წარწერები გავაკეთეთ უბნებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა თვალთვალი მიმდინარეობს. მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან გამომდინარე ჩვენზე მოსმენები და თვალთვალი მიმდინარეობს, რადგან ამ ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებმა“ არჩევნები გააყალბა იგი ამომრჩევლებს უთვალთვალებს, საარჩევნო უბნებზე",- განაცხადა კობა მანველიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა