მოძრაობა "იმოქმედე" აცხადებს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი მათ წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდა

მოძრაობა "იმოქმედე" აცხადებს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი მათ წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს "იმოქმედეს" წევრამ ბექა მექვაბიშვილმა ბათუმის მერიასთან განუცხადა.

მისივე განმარტებით,“იმოქმედეს" წევრებმა მერიის შენობასთან სტიკერები გააკრეს წარწერიათ - "არ წახვიდე გაყალბებულ არჩევნებზე", რასთან დაკავშირებითაც მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლმა ისინი გააფრთხილა, რომ სტიკერები არ გაეკრათ, რადგან ქალაქის იერსახეს აზიანებდნენ.

„იმოქმედეს" წევრებმა ბათუმის მერიის შენობასთან გააკრეს სტიკერები, შემდეგ ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია, რომ ჩვენ მიერ გაკრულ სტიკერებს ხსნიდნენ. ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები და სტიკერების გაკვრა ხელახლა დაიწყეს. სტიკერის უშუალოდ გაკვრის დროს მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი ჩვენი მოძრაობის წევრს ხელით შეეხო. ასევე ტელეფონით უღებდა და ეუბნებოდა, რომ დაჯარიმდებოდა. ეს ყველაფერი არის მარაზმი, ესენი არიან რიჟვაძის მონები და ასრულებენ რიჟვაძის და ივანიშვილის დავალებებს",- განაცხადა ბექა მექვაბიშვილმა.

ბათუმის მერიასთან პოლიცია მივიდა. "იმოქმედეს" წევრების განმარტებით, მათი 2 წარმომადგენელი ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

იხილეთ ვიდეო: მოძრაობა "იმოქმედეს" წევრებსა და ბათუმის მუნუციპალური ინსპექციის წარმომადგენელს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო