გიორგი შენგელია - როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა

"როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და ჩვენი მომხრეების დიდმა რაოდენობამ მოგვცა ხმა",- განაცხადა ზუგდიდის მერმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციას მონაწილეობა რომც მიეღო "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დამაჯერებლად გაიმარჯვებდა.

„ზუგდიდში არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. 107 უბანი იყო გახსნილი ჩვენს სამაჟორიტარო ოლქში. როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და ჩვენი მომხრეების დიდმა რაოდენობამ მოგვცა ხმა და მანდატი, იმისთვის, რომ ეს ტემპი რაც არის ჩვენს მუნიციპალიტეტში და ქვეყანაში გავაგრძელოთ და 4 წლის განმავლობაში კიდევ გაგრძელდეს.

ოპოზიციას აქვს პრეტენზიები, რომ მათ რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში სხვანაირად იქნებოდა გადანაწება, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. ასე, რომ მათი მხრიდან სპეკულაცია არის აზრს მოკლებული. ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა პირველ რიგში გამოწვეული იყო იმით, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ვიცით რომ საკმაოდ რთული ვითარებაა. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ამან გარკვეულწილად განაპირობა ის, რომ ამომრჩეველებმა თავი შეიკავეს საარჩევნო უბნებზე მისვლისგან. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ არ მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიები და მათი მომხრეები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი უბნებზე. თუმცა მე როგორც აღვნიშნე, ნებისმიერი განლაგების შემთხვევაში, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმ მხარდაჭერით რა მხარდაჭერაც მივიღეთ, დამაჯერებლად გაიმარჯვებდა”, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა