თორნიკე რიჟვაძე - ამ შედეგებით, როგორც პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა

წინასწარი შედეგებით ლიდერობს ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი და ამ შედეგებით, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა პოლიტიკურმა გაერთიანება "ქართულმა ოცნებამ",- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები შეაფასა.

თორნიკე რიჟვაძემ ამომრჩევლებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა მივულოცო ამ არჩევნების თავისუფალ პირობებში ჩატარება ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მისცა ხმა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც მომატებული პანდემიისა და ეპიდემიოლოგიური რისკების მიუხედავად დღესაც მიიღეს მონაწილეობა მეორე ტურში. შესაბამისად, ხმა მისცეს და თავიანთი ნება დააფიქსირეს ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების მიმართ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას. დღესაც, მათ შორის, ერთ-ერთი მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მაღალმთიანი აჭარაშის ოლქში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქობულეთს, ბათუმს, ვინაიდან ჩვენ იქ გვქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა პირველ ტურში, დღესაც იგრძნობიდა მათი აქტიურობა. საარჩევნო პროცესი და წინასაარჩევნო კამპანია დაკავშირებული იყო არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან, როგორც კოვიდთან, ისე დიდი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ არჩევნების დისკრედიტაციასთან, თუმცა, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს არჩევნები ღირსეულად ჩატარებულიყო",- განაცხადა რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო