აჭარაში ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი - ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში

აჭარაში ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში. „აჭარის რეგიონში დახურულია 300-ვე საარჩევნო უბანი, კენჭისყრის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ნესტან ნაკაშიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, აჭარის ორივე მაჟორიტარულ ოლქში და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 73 833-მა ამომრჩეველმა, რაც არის 30,27%.

"რაც შეეხება 20:00 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონის 2 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობას, ბათუმის 28-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 147 211, 20:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 35 852-მა ამომრჩეველმა, რაც არის 24,35%. 30-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 96 681, მონაწილეობა მიიღო 37 981-მა ამომრჩეველმა, რაც არის 39,28%", - განაცხადა ნაკაშიძემ.

მისი თქმით, ყველაზე მაღალი, 52%-იანი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში, ხოლო, ყველაზე მცირე ბათუმის მაჟორტარულ ოლქში 22%-იანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა