ბათუმის საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა მოძრაობა „ალტერნატივას“ რამდენიმე წევრი დააკავეს

ბათუმის საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა მოძრაობა „ალტერნატივას“ რამდენიმე წევრი დააკავეს.

აჭარის პოლიციის უფროსის კოტე ანანიაშვილის განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

„მათ მიეცათ არაერთი გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ დისტანცია დაეცვათ და ისე გამოეხატათ თავიანთი პროტესტი, თუმცა პოლიციის ამ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და მოგვიხდა მათი დაკავება“, - განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.

„მონებო, მონებო“- ამ შეძახილით არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა" ბათუმში, საოლქო კომისიის შენობასთან აქციას მართავდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა, რის გამოც პროტესტს გამოთქვამდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა