„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ზუგდიდელებმა უფრო დიდი რაოდენობით დაგვიჭირეს მხარი, ვიდრე პირველ ტურში და ეს ჩემთვის უდიდესი პატივისცემაა",- განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, ზუგდიდში არჩევნები მშვიდ ვითარებაში დასრულდა.
„პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ზუგდიდელს, რომელმაც მხარი დამიჭირა, რომელიც მოვიდა მეორე ტურში და რომელმაც მომცა მათი წარდგენის მანდატი. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ზუგდიდელებმა უფრო დიდი რაოდენობით დაგვიჭირეს მხარი, ვიდრე პირველ ტურში და ეს ჩემთვის უდიდესი პატივისცემაა. თუმცა, ჩემ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, რომ მე ვიყო მთლიანად ზუგდიდის და თითოეული ზუგდიდელის კეთილსინდისიერი ხმა საქართველოს პარლამენტში. ნამდვილად ეს არის ჩემთვის უდიდესი პატივისცემა, უდიდესი პასუხისმგებლობა და მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ზუგდიდელებს",- განაცხადა ჩიქოვანმა.
რაც შეეხება დაბალ აქტივობას, ჩიქოვანი ამბობს, რომ გარკვეულწილად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ბოიკოტმა და ქვეყანაში არსებულმა პანდემიამ გავლენა იქონია.