ცესკოს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეორე ტურში მაჟორიტარობის ზოგიერთმა კანდიდატმა  ხმების 100%-ზე მეტი მიიღო, „ტექნიკური ხარვეზის" შედეგია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარობის ზოგიერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო, ტექნიკური ხარვეზის შედეგია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცესკოში განუცხადეს.

„რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, არის ტექნიკური ხარვეზი. ეს არ არის წინასწარი შედეგები. მოხდა ტექნიკური ხარვეზი, რაც ასე არ უნდა ასახულიყო“, - განაცხადეს ცესკოში.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ცესკოს საიტზე თავდაპირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, #27-ე მაჟორიტარულ ოლქში, ზუგდიდში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს, 23:30 საათის მდგომარეობით, დათვლილი უბნების მიხედვით, 8962 ხმა აქვს მიღებული, რაც ამომრჩეველთა 118.08%-ს შეადგენს, ხოლო მის კონკურენტს, „ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, მალხაზ ჯალაღონიას 608 ხმა აქვს, რაც ამომრჩეველთა 8%-ია.

ამასთან, მე-5 მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს სოზარ სუბარს 3919 ხმა აქვს მიღებული, რაც 164,46%-ია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს 503 ხმა აქვს, რაც 21, 11%-ია.

აღნიშნული მონაცემები ცესკოს საიტზე ამჟამად განთავსებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ცესკოში გამართულ ბოლო საინფორმაციო ბრიფინგზე წინასწარი მონაცემები არ წამოადგინა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ 23:30 საათის მონაცემებით დათვლილი იყო 52%, რაც 1043 საარჩევნო უბანია. მისივე განცხადებით, მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მას შემდეგ გამოაქვეყნებენ, რაც ყველა უბნის მონაცემს დაითვლიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა