ბათუმის საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული მოძრაობა „ალტერნატივას“ 5 წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხუთივე წევრი, რომელიც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გუშინ დააკავეს გათავისუფლებული არიან.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, მათ განყოფილება ხელწერილის საფუძველზე დაატოვებინეს.

"ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაგვაკავეს, როგორც პოლიციაში განგვიცხადეს. დარღვევა პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას გულისხმობს",- აღნიშნა ხათუნა ბერიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივამ" ბათუმში, საოლქო კომისიის შენობასთან აქცია გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს