უსკოს წინასწარი მონაცემებით, აჭარაში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისთვის აჭარის ორ ოლქში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატებმა ტიტე აროშიძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ გაიმარჯვეს.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ნესტან ნაკაშიძის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა უკვე დასრულდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე და აჭარის ოლქში დათვლილია 300 საარჩევნო უბნის შედეგები.

"აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ოლქების მიხედვით ასეთია: 28-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქისთვის დათვლილია 120 საარჩევნო უბანი. ხმების რაოდენობა არის 34 287 ამომრჩეველი. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

N5 გიორგი კირთაძე საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" მიღებული აქვს - 4 115 ხმა, 12%.

N41 ტიტე აროშიძე "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მიღებული აქვს - 30 172 ხმა , 88%.

30-ე მაჟორიტარული ოლქი- დათვლილია 180 საარჩევნო უბანი. ხმების საერთო რაოდენობაა 36 605.

N5 გია აბულაძე საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაში" მიღებული აქვს 3 956 ხმა, 10,81%.

N41 ფრიდონ ფუტკარაძე "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მიღებული აქვს 32 649 ხმა, 89,19% ",- განაცხადა ნესტან ნაკაშიძემ.

მისი განმარტებით, 21 ნოემბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა აჭარის საარჩევნო უბნებზე მისულმა 73 833-მა ამომრჩეველმა, რაც ორი მაჟორიტარული ოლქისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არის 30%. უმაღლესი საარჩევნო კომისია საუბნო და საოლქო და საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების და სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, ანუ 10 დეკემბრამდე სხდომაზე შეაჯამებს უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს და შეადგენს არჩევნების შედეგების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო